LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიქრია შიომღვდლიშვილი: „ბოლო მორიგეობებში ყველაზე მეტად პაციენტების მხრიდან გამოხატული სითბო მაძლიერებს…“

885
iqrinews201117

ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში თავისი და კოლეგების მძიმე ყოფას ასახავს კორონავირუსის პანდემიის დროს და აღნიშნავს, რომ რაც მათ აძლიერებთ, ეს კოვიდით დაავადებული პაციენტების მხრიდან გამოხატული სითბოა.

გთავაზობთ მის პოსტს:

„ბოლოდროინდელი მძიმე მორიგეობებიდან ყველაზე მეტად რაც მაძლიერებს, პაციენტების მხრიდან გამოხატული სითბოა❤

კოვიდინფიცირებულები, დაბალი ჟანგბადის შემცველობით თუ შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკის მქონენი მოთმინებით გველიან და თეთრ ეკიპირებაში ჭუპრებივით გახვეულებს ცხელ ჩაის ან ყავას გვთავაზობენ და  განიცდიან, რომ ვერც ჩაის და ვერც ყავას ვერ დავლევთ.

“რა დაღლილი სახეები გაქვთ, თქვენც რა დღეში ხართ, შვილო” – გვეუბნებიან და მზე გვინათდება გულში, ჩვენზე რომ ზრუნავენ თავად შეუძლოდ მყოფნი❤

“ღვთისმშობელი ფარავს ჩვენს ქვეყანას, ბებო, არ მივუტოვებივართ, ალბათ, აღარც ძველებურად ვლოცულობთ, აღარც ძველებურად გვწამს, მაგრამ მაინც  ჩვენთანაა და არ დაგვტოვებს, ახლა მით უმეტეს, ამ გაჭირვების დროს” –  85 წლის ასთმიანმა, ინფიცირებულმა ბებომ დაგვამშვიდა  მისგან წამოსვლისას…

სიბნელეში მყოფისთვის ანთებული თაფლის  სანთელივითაა ასეთი მოხუცი და თანაც პაციენტი❤

ყველაზე მეტად ახლა ვიგრძენი,რომ პროფესია “ექიმი” მხოლოდ ასობით ჩაბარებული გამოცდა და დამღლელი სამსახური არაა, ესაა მთელი შენი ადამიანური, უანგაროდ  გაცემული ემოცია უცხო ადამიანების გასამხნევებლად და გადასარჩენად, ამას ვერ წარმოიდგენ, ეს უნდა იგრძნო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები