LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: 59 წლის ჯორჯ კლუნი დამატყვევებელი მზერით GQ-ს გარეკანზე

123
safe-image

59 წლის მსახიობი, ჯორჯ კლუნი გამოცემა GQ-ს დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. „ოსკარის“ რვაგზის ნომინანტმა თავისის საფირმო სათვალე „ავიატორი“ მოირგო და ქვევით მიმართული მზერით კვლავ დაატყვევა პლანეტის ქალბატონები. მსახიობმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა, რომელიც რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება, თუმცა თუ რაზე ისაუბრა მსახიობმა, უკვე ცნობილია. ჯორჯ კლუნმა მრავალწლიან კარიარასა და პირად ცხოვრებაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე  საზოგადოებას უამბო, თუ როგორ გადაიტანა მოტოციკლით მომხდარი ავარია.

აღსანიშნავია, რომ კლუნი მალე „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში „შუაღამის ზეცა“ გამოჩნდება, რომელიც მისთის 2016 წლის შემდეგ  პირველი ფილმი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები