LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის პეკინის ქუჩა ორმხრივი იქნება, დანარჩენი ავტომანქანებისთვის – ცალმხრივი

99

რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, 15 სექტემბრისთვის მათი სამსახური პეკინის ქუჩაზე სამუშაოებს სრულად დაასრულებს. შაბათ-კვირას ტრანსპორტის საქალაქო სამსახური კი ქუჩის დახაზვის სამუშაოებს განახორცილებს, 18 სექტემბრისთვის ქუჩა უკვე მთლიანად განახლებული იქნება. 

კუბლაშვილის განცხადებით, პეკინის ქუჩაზე ცალმხრივად მოძრაობის გამო, სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა გარკვეულწილად შეიცვლება. გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბესიკის ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოხვდება, საიდანაც შემდეგ პეკინზე იმოძრავებენ.

„ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებენ. ავტობუსებისთვის „ბასლაინს“ უკვე ვაწყობთ. ასე რომ, მუნიციპალური ტრანსპორტი ამ ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის კოსტავა-შარტავას ქუჩებზეც ასევე ორმხრივი მოძრაობა იქნება“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე ველობილიკებიც იქნება, რომლითაც მოქალაქეები 18 სექტემბრიდან ისარგებლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები