LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ ბაღდოშვილი: „საქართველოში რესტორნებში უფრო მეტი ჰიგიენაა, ვიდრე საავადმყოფოებსა და მოლებში“

219
grgbagdshvl

ცნობილი შეფმზარეული, გურამ ბაღდოშვილი ზოგიერთი რესტორნის მაგალითზე წერს, რომ ამ სექტორში ბევრად უფრო დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები, ვიდრე სავაჭრო მოლებსა და საავადმყოფოებში.

გთავაზობთ გურამ ბაღდოშვილის სტატუსს ამ თემაზე:

„საქართველოში რესტორნებში უფრო მეტი ჰიგიენაა და ჯანდაცვის მიერ დაწესებული რეგულაცია, რომელსაც ვიცავთ, რაც ნაკლებ საფრთხეს იწვევს კოვიდის გავრცელებას…

მაგალითად, საქართველოს საავდმყოფოები და ჰოსპიტლები რომ შევადაროთ ამ სექტორს.

არ გეგონოთ, რომ დისკრედიტაციას ვახდენ ამ სექტორის, უბრალოდ, მომყავს, როგორც მაგალითი ნომერი 1.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოლები, სუპერ და მინიმარკეტები: არც ერთ საავადმყოფოში შესვლისას კარზე არ აკეთებენ თერმოსკრინინგს

არც ერთში ავალდებულებენ ხელების დეზინფექციას და 2- მეტრიან დისტანციას

არც ერთში წმენდენ ზედაპირებს სადეზინფექციო ხსნარებით

არც ერთში არ აწარმოებენ სახელ-გვარით ვიზიტორების სიებს

ჰოდა, ამიხსენით, რატომ გგონიათ რომ ჰორეკა, რომელიც ამას და უფრო მეტს აწარმოებს, საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები