LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ქართული კომპანიის პირბადე, Dolce&Gabbana-ს პირბადესთან ერთად, საუკეთესოდ დასახელდა

566
MB-COMP-MASKS

ქართული წარმოების პირბადე მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის მქონე 5 პირბადეს შორის დასახელდა. საუბარია ბრენდ Spilow-ს პირბადეებზე, რომელზეც ბრიტანული გამოცემმა the sun წერს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ბრენდის პირბადე, ისეთი ცნობილი და პრესტიჟული კომპანიების პირბადეებთან ერთად მოხვდა საუკეთესოთა ხუთეულში, როგორებიცაა: Dolce&Gabbana, Emilio Pucci, Lanvin და Lauren Ruth.

ბრიტანული გამოცემა the sun მომხმარებელს Spilow-ს პირბადის შესახებ მცირე ინფორმაციასაც აწვდის და აღნიშნავს, რომ იგი დამზადებულია 100%-იანი პრემიუმ ბამბისგან, გააჩნია ორი რბილი ელასტიკური თოკი, რომლითაც ყურზე მაგრდება და საკმაოდ მოსახერხებელია მომხმარებლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები