LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: მიწებთან დაკავშირებით მთავრობას გამონაკლისის დისკრეციის უფლება უნდა გააჩნდეს

92

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მთავრობას გამონაკლისის დისკრეციის უფლება უნდა გააჩნდეს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფლის მეურნეობაშიც შესაძლებელია იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

“ჩვენ, როგორც ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც საუბრობს ინვესტორებთან, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულობა და ხარისხი, ასევე ეკონომიკურ ბრუნვაში სასოფლო-სამეურნეო მიწა აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ამის ინსტრუმენტები სხვადასხვაა, შესაძლებელია იყოს არამხოლოდ გასხვისება, არამედ გრძელვადიანი იჯარა და ა.შ.

გამონაკლისის დისკრეცია მთავრობას უნდა გააჩნდეს, რადგან სოფლის მეურნეობაშიც შესაძლებელია იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და მთავრობას ამის დისკრეცია უნდა გააჩნდეს. მნიშვნელოვანია მთავრობას ჰქონდეს დისკრეცია ქვეყნისთვის საინტერესო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საინვესტეციო პროექტებისთვის გამონაკლისის გაკეთების”,- განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები