LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელოვანის გამზირზე ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა: “მიხედეთ ამ თავზეხელაღებულ მძღოლებს”

149
BeFunky-collage (2)

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.

მომდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“ფორტუნას” ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ქალს დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა.

ფაქტს სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილი ეხმაურება და იმ ადგილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

“ნახევარი საათის უკან გელოვანის გამზირზე აგროჰაბთან “ზებრაზე” ახალგაზრდა გოგონა მოკლა მანქანამ. მთავრობას და პირველ რიგში პატრულის ბიჭებს ვთხოვ , მიხედეთ ამ თავზეხელაღებულ მძღოლებს, რომლებიც დიდი სისწრაფით დაქრიან ქალაქის ქუჩებში და თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. სამძიმარს ვუცხადებ ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ოჯახს” – წერს ელიზბარაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები