LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება – მამუკა არეშიძე ქვეყნის ახალ შანსებზე საუბრობს

147
img-20201002-194618-2020-10-02-18-14-23-125643

“რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს ეძლევა შანსი, რომ თავისი ფუნქცია გაზარდოს” – ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოების ახალ შანსებზე საუბრობს.

“მომხიბლაობა საქართველოსი, როგორც დასავლეთის საყრდენისა იზრდება. თუ ქართული დიპლომატია ამ საკითხის სწორად შეფუთვას მოახერხებს ეს ძალიან კარგი იქნება. ამას არც დასავლეთიდან შეხვდება დიდი წინააღმდეგობა.” – აცხადებს მამუკა არეშიძე.

ექსპერტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტს სწორედ  ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

“თავისი აქტივობით რუსეთმა, თურქეთთან თანამშრომლობით პრაქტიკულად “გააუქმა” მინსკის ჯგუფი. მინსკის ჯგუფში შედიონა აშშ და საფრანგეთი, ეს ორივე ამოვარდა. დასავლეთი რა თქმა უნდა, ამას ვერ შეეგუებოდა მარტივად, ამან განსაზღვრა მაიკლ პომპეოს ვიზიტი კონკრეტულად ახლა. “- განაცხადა მამუკა არეშიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” სტუმრობისას.