LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამა იწყება

571
hakeri

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამას იწყებს. პროგრამა ორი წლის მანძილზე ეტაპობრივად განხორციელდება და პირველ ეტაპზე, 500 IT სპეციალისტის გადამზადებას მსოფლიოში უმსხვილესი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს.

სასწავლო პროცესი გაიმართება ონლაინ რეჟიმში ინგლისურ ენაზე. პროფესიული გადამზადების კურსის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მიიღოს საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც დასაქმებისა და მაღალანაზღაურებადი შემოსავლის გაჩენის ერთგვარი გარანტიაა.

დამატებით თითოეული მონაწილე გაივლის სასწავლო კურსს ,,პროექტების მართვისა“ და ,,ფრილანსერობის“ მიმართულებით.

პროგრამა ხორციელდება ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://ict.gov.ge/trainings/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები