LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ცუდი ამბავი: კვარაცხელიას კორონა დაუდასტურდა, შენგელიასაც

309
KJR-2316

საქართველოს ნაკრებს ხვალ ისეთი თამაში აქვს, მთელი ქართული ფეხბურთის ისტორიას რომ იტევს – მოიგე ერთი მატჩი და ოცნება ასრულებულია: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად უკვე ჩაგვშხამდა. კორონავირუსის გამო უკვე გამოაკლდა გულშემატკივარი ბელარუსთან პლეი-ოფის ნახევარფინალს, ახლა კი გადამწყვეტ შეხვედრასაც ვერ ნახავს ცოცხლად მაყურებელი. პლუს ვერც ქუჩაში აღვნიშნავთ წარმატების შემთხვევაში.

ამას გარდა, საფიქრალი იყო ფეხბურთელების მდგომარება. ისედაც გამოგვაკლდა რა ხანია ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე და ბოლოს ოთარ კიტეიშვილიც და ახლა ამ წყეული კორონავირუსის გამო ნაკრებს ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი აკლდება – ბადრი კვარაცხელია, რომელიც ის იშვიათი ქართველია, რომელიც მუდმივად და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს საკლუბო დონეზე.

ნაკრებს დააკლდება ლევან შენგელიაც, რომელიც ძირითადში ნაკლებად არის ხოლმე, მაგრამ ვაისი ხშირად ენდობა და ათამაშებს.

ეს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

12 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

ნაკრები კი მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

 

მატჩების განრიგი
12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – ესტონეთი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები