ვარსკვლავური წყვილის, ბიონსესა და ჯეი-ზის უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი სცენაზე ადრეული ბავშვობიდან დგას. გოგონას მამასთან ერთად არაერთხელ გაურეპავს, ერთი სიტყვით ბლუ აივს შესანიშნავი სასცენო მონაცემები აქვს.
ცოტა ხნის წინ, მან „ოსკარის“ მფლობელი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, Hair Love მიხედვით შექმნილი აუდიო-წიგნი გაახმოვანა. მისი სიუჟეტი აფროამერიკელი მამის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ვარცხნილობის გაკეთებას პირველად ცდილობს.
აღნიშნული ინფორმაცია მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორმა, მეთიუ ჩერიმ „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. შესაბამისად, ბლუ აივს მიეცემა შანსი, 8 წლის ასაკში „საუკეთესო ვერბალური ალბომის“ კატეგორიაში, „გრემის“ ფლობელი გახდეს.
შეგახსენებთ, გოგონა ანიმაციური ფილმის „მეფე ლომის“ რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში, The Lion King: The Gift წარმოდგენილი კომპოზიციის Brown Skin Girl ერთ-ერთი შემსრულებელიცაა, რისთვისაც 2019 წელს პირველი ჯილდო მიიღო „წლის ჩანაწერის“ კატეგორიაში.