BMW მომხმარებელს ინოვაციურ მოწყობილობას სთავაზობს. ინჟინრებმა შექმნეს სპეციალური კოსტიუმი, რომელიც პატარა ძრავების საშუალებით, ადამიანს ფრენის საშუალებას აძლევს. „ფრთებიანი“ კოსტიუმით ადამიანი 300 კმ/სთ-ით იფრენს. გაუმჯობესებული მოწყობილობების საშუალებით კი სიმაღლის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
საფრენი მოწყობილობა უკვე 30-ჯერ გამოსცადეს. მისი პირველი გამოცდისას მფრინავებმა ალპებს გადაუფრინეს. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია.