LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შესაძლოა საქართველომ თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი აქტორის როლი დაკარგოს” – რა საფრთხეს შეიცავს ფაშინიანი-ალიევი-პუტინის შეთანხმება

1266
BeFunky-collage (7)

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმირ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

9-პუნქტიანი შეთანხმების თანახმად, დღეიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები შეწყდება და სომხეთი ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფებს გაიყვანს.

რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აფასებს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი გიორგი კობერიძე. კობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე საქართველომ შესაძლოა თავისი სატრანსპორტო, თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი აქტორის როლი დაკარგოს, ეს კი ჩვენთვის სხვა რეალობაში გაღვიძებას ნიშნავს.

26-წლიანი ომი დასრულდა: ფაშინიანმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი – ყარაბაღი აზერბაიჯანია

“24 საათის განმავლობაში რეგიონში უზარმაზარი ცვლილებები მოხდა: მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა შუშა აიღო სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც ომში დაკავებული ტერიტორიები რჩება აზერბიაჯანს; 11 დეკემბრამდე თავისუფლდება ყველა ის ტერიტორია, რომელიც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ეკავა სომხურ მხარეს. სტეფანაკერტი და მის ირგვლივ დარჩენილი მცრე ტერიტორია გადადის სომხეთის დე ფაქტო და სამომავლოდ, სავარაუდოა, რომ დე იურე კონტროლის ქვეშაც კი, რომელსაც რუსული სამშვიდობო ძალები დაიცავენ, ხოლო აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე თურქული ძალები შევლენ.
ომის კიდევ ერთი შედეგი აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დაკავშირებაა. ამის შესახებ პრეზიდენტი ალიევი წერს თავის ტვიტერზე. სომხეთი აძლევს დერეფანს აზერბაიჯანს (დე იურედ, ტერიტორიული ცვლილებებით თუ უბრალო მოხმარებისათვის ჯერჯერობით უცნობია), რითაც ეს უკანასკნელი სატრანსპორტო გზით პირდაპირ უკავშირდება თურქეთს. თუკი ეს მუხლი აღსრულდა და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დერეფანი სამხრეთ სომხეთზე (ე.წ. აგარაკის გზა სიუნიქის პროვინციაში) გავიდა საქართველო თავის სატრანსპორტო და თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელ ერთადერთი აქტორის როლს კარგავს, რაც ჩვენთვის სხვა რეალობაში გაღვიძებას უდრის. თუმცა ამ მიმართულების ეკონომიკური გააქტიურება უშუალოდ აზერბაიჯანზე იქნება დამოკიდებული.
ყველაფერ ამას მოჰყვა სომხეთში რევოლუციისა და გადატრიალები მცდელობა. პარლამენტის თავმჯდომარე შეიპყრეს და მძიმედ გაუსწორდნენ. ერევანში პოლიციასა და რევოლუციურ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო. პარლამენტი აჯანყებულებმა აიღეს.
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი სომხეთში ფაქტია, რომ ომის შედეგად რუსეთი და აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოდიან, რომელთაც თამაშის წესების კარნახი დაიწყეს. ფაქტია, ოფიციალურ ერევანს თავისი პრიორიტეტების გადაფასება მოუწევს – ან საბოლოოდ ჩამოეკიდება რუსეთს ან იძულებული გახდება გაიხედოს დასავლეთისაკენ და გადახედოს რუსულ “მეგობრობას”. თუმცა რუსული სამხედრო ბერკეტის პირობებში ეს უკანასკნელი რთული (მაგრამ საჭირო) იქნება.
შესაძლოა, რომ გრძელვადიანად რუკა (რომელიც ჩემ მიერ არ არის შედგენილი) – დე ფაქტოდ მაინც – რგიონში იყოს მიახლოებულად ისეთი როგორიც ამ პოსტის თანდართულ ფაილზეა დატანებული.
პ.ს. ომმა დაგვანახა ფონ კლაუზევიცის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ნათქვამის ჭეშმარიტება: “ომი პოლიტიკის გაგრძელებაა ოღონდ სხვა მეთოდებით”. სამწუხაროა თუ არა, ფაქტია, რომ ჩვენი რეგიონის შემთხვევაში ეს რეალობა დადგა,”-წერს გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში.

რა მოხდა, ფაშინიან? “სომხეთი ებრძოდა არა მარტო აზერბაიჯანს”