LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი პატარა ბეწვზე გადაურჩა კვამლით გაგუდვას“ – პოლიტიკოსის სახლი დაიწვა

133

პარტია დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს სახლი დაეწვა. დიმიტრი ლორთქიფანიძეს  ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

პოლიტიკოსის ინფორმაციით, ხანძარი მის სახლში წუხელ,  გვიან ღამით გაჩნდა და ცეცხლს დილამდე ებრძოდნენ. საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

ლორთქიფანიძე ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

„ღვთის დიდი წყალობით გადავრჩით უმძიმეს შედეგს, სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას და დაწვას სახლში, რომელსაც გუშინ ღამით 01:30 ზე გაუჩნდა მოულოდნელად ცეცხლი და დილის 7:30 მდე თბილისის, მცხეთისა და დუშეთის გაერთიანებული ბრიგადები ებრძოდნენ !

“იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზა რეალურ ფაქტებთან სრულ შესაბამისობაში დადებს დასკვნას და გამოძიება თავის სიტყვას იტყვის ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით!“- წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები