LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკის სხდომაზე ხმაური გიორგი გუგავას მისვლამ გამოიწვია

78

სემეკის სხდომაზე ხმაური იყო. მიზეზი სხდომაზე კვლავ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას, მისვლა გახდა. გუგავა სხდომაზე რამდენიმე მოქალაქის დასწრებას მოითხოვდა, რომელთაც ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

გიორგი გუგავას სემეკის თავმჯდომარე, ირინა მილორავასა და კომისიის წევრ, გიორგი ფანგანს, შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გუგავამ მათ მიმართა, რომ მოქალაქეებს სხდომაზე შეგნებულად არ უშვებენ, ვინაიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპირებენ. ამ განცხადებას მილორავასა და ფანგანის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ გუგავა სიცრუეში დაადანაშაულეს და განუმარტეს, რომ დღეს კომისიამ უნდა განსაზღვროს თარიღი 2018 წლის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, სიტუაცია დაცვის თანამშრომლების ჩარევის შედეგად განიმუხტა, რის შემდეგაც გუგავამ სხდომათა დარბაზი დატოვა. სემეკის სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები