LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროებს გერმანიაში გადაიყვანენ

37

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  დაჭრილ ქართველ სამხედროებს გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ სამკურნალოდ.

ავღანეთში  საავიაციო ბაზაზე  განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილ უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში ოპერაცია უკვე  ჩაუტარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაჭრილი უფროსი ლეიტენანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ივერი ბუაძეს დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება. ქართველი სამხედრო ამ დროისთვის  რეანიმაციაშია გადაყვანილი.

თავდასხმის შედეგად  მსუბუქად არიან დაჭრილილები ასევე   სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.  ქართველს სამხედროებს მკურნალობისთვის გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმათვითმკვლელმა ტერორისტმა  გუშინ განახორციელა. თავდასხმის შედეგად  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები