უკრაინის ექს პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალი წაუყენა. კერძოდ, იანუკოვიჩს 2010 წელს ხელისუფლების უკანონოდ ჩაგდებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
https://www.facebook.com/LlutsenkoYuri/posts/810243412508169
გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2010-2014 წლებში იკავებდა. 2014 წლის ცნობილი მოვლენების, ეგრეთ წოდებული ევრომაიდნის დროს მან ქვეყანა დატოვა. იანუკოვიჩს უკრაინაში ქონების ნაწილი, კერძოდ ავტომობილები დაუყადაღეს.