მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს, რომ გადადგეს.
ბაია დარწმუნებულია, რომ გადადგომა თავად ჟვანიასაც უნდა.
„თამარ ჟვანია გამოდი და თქვი, გადავდექი!! ხომ იცი, ყველას გული მოუბრუნდება. მიდი, ქალი არა ხარ? გაბედე ნუ გეშინია, ხომ ვიცი რომ გინდა …მიდი, გეხვეწები. გელოდები“, – წერს ბაია დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს, ისინი თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდნენ, აქციის მონაწილეები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს.
თამარ ჟვანია ამ დრომდე რჩება თანამდებობაზე.
ოპოზიცია აქციების გაგრძელებას ჯდღეიდან კვლავ გეგმავს.