LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართება

76

19-20 სექტემბერს, თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება 19 სექტემბერს, თბილისის ტექნოპარკში გაიხსნება და ფორუმი 20 სექტემბერს, სასტუმრო “ბილტმორში” ბიზნესის ორმხრივი შეხვედრებით გაგრძელდება.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი და ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე ვაჰიდ აჰმადი გახსნიან.

”ბიზნესფორუმის მიზანია, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარება. ქართული და ირანული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით”,-ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირანის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ფარმაცია, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, სამშენებლო მასალები, საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), წყლის გამწმენდი დანადგარები, ენერგოსისტემა, ნანოტექნოლოგიები, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები