Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ღამის სეირნობა იწვევს კორონას? თუ უნდათ და მოქეიფეები დააჯარიმონ, მშვიდობიან ხალხს ნუ გვსვამენ გალიებში” – ნათია ფანჯიკიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღამის სეირნობა იწვევს კორონას? თუ უნდათ და მოქეიფეები დააჯარიმონ, მშვიდობიან ხალხს ნუ გვსვამენ გალიებში” – ნათია ფანჯიკიძე

139
tiafanjikkdzzzeee-2020-04-13-13-42-14-023907

გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 9 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში დააწესა, სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს არამიზნობრივს უწოდებს.

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

“ღამის სეირნობა იწვევს კორონას? როცა სამოქმედო დრო შეზღუდულია, მაშინ ხომ უფრო იტვირთება ხალხით ქუჩები, იმიტომ რომ ყველას მოსასწრები აქვს 22:00 -მდე ყველა საქმე? ხოდა რა გაგვიხურეს ამ  უაზრო რეგულაციებით? აზრიანისთვის მიეხედათ იქნებ, – პერსონალის გადამზადება, ტაქსების ნაწილის სასწრაფოს მანქანებად გადაკეთება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჭყლეტვისგან განტვირთვა, წამლების მარაგზე ზრუნვა და ა.შ. შეიძლება ჩემით შევზღუდო სეირნობა, არც არსადაა სასეირნო, კაფე არ მუშაობს და რესტორანი თითქმის, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გრძნობა მაღიზიანებს ძალიან.

ვაცხადებ დაუმორჩილებლობას და ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ.

პ.ს. ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტს მწერენ, სახლებში ქეიფების საწინააღმდეგოაო, მაგრამ იმ სახლებში ღამეც დარჩებიან, თუ უნდათ და მოქეიფეები დააჯარიმონ, მშვიდობიან ხალხს ნუ გვსვამენ გალიებში.”- წერს ნათია ფანჯიკიძე.

“რას ვაკეთებდით ასეთს ყველა ათის მერე, რომ ჩაკეტვა გახდა აუცილებელი? სად დავდიოდით? მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი” – ეკა ხოფერია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები