ენიო მორიკონეს გარდაცვალების შემდეგ გაყიდვაში მისი ალბომი გამოვიდა, რომელზეც ლეგენდარულმა მაესტრომ მუშაობის დასრულება ვერ მოასწრო. ალბომის სახელწოდებაა Morricone Segreto, რომელშიც სულ 7 კომპოზიციაა შესული. ისინი მუსიკოსმა 60-დან 80-იანი წლების ინტერვალში ჩაწერა. დისკი შეფასებულია, როგორც განსხვავებული და გამორჩეული. მუსიკის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მსმენელი აქ სხვანაირ, „იდუმალებით მოცულ“ ენიო მორიკონეს გაიცნობს.
ალბომი Decca Records-მა გამოუშვა და ის ონლაინ-პლათფორმებზე განთავსდა. ალბომის გამოშვება მაესტროს 92 წლის იუბილეს დაამთხვიეს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კომპოზიტორი 6 ივლისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.