წელს ნიუ იორკში ახალი წელი სანტა კლაუსის ვიზიტის გარეშე ჩაივლის – 160 წლიანი ტრადიცია პირველად დაირღვევა.
სანტას გარეშე ჩაივლის დღესასწაული ჩიკაგოსა და სან–ფრანცისკოშიც.
მათთვის, ვისაც ახალი წელი თეთრწვერა მოხუცის გარეშე ვერ წარმოუდგენია, სანტას სახლში გამოძახების სერვისი იმოქმედებს, თუმცა ეს ვიზიტიც განსხვავებული ხასიათის იქნება. 2020–მა ხომ გავლენა ყველაზე და ყველაფერზე უნდა მოახდინოს.
წლევანდელი სანტა პირბადით და სახის ფარით იქნება შეიარაღებული, შესაბამისი აღჭურვილობა ექნებათ მის ელფებსაც. დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ტემპერატურის კონტროლიც რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ყოველი ვიზიტის შემდეგ სანტა და მისი გუნდი სრულ დეზინფექციას ჩაიტარებს.
ვისაც დღესასწაულის გახალისება მოუნდება, სანტას ვიზიტი აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნოს, მინიმუმ 7 ნოემბრიდან.
გარდა ამისა, ვისაც რეალური სანტა აშინებს და გარისკვა არ სურს, შესაძლებლობა ექნება მისი ვირტუალური ორეული გამოიძახოს. უფრო ზუსტად კი სანტა კლაუსის ჰოლოგრამებს სავაჭრო ცენტრებში გაუშვებენ და მსურველებს მათთან ფოტოს გადაღებაც კი შეეძლებათ.