LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა დგას წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე, ეს დროულად გასაკეთებელია: ბიძინა კულუმბეგოვი

152
bidzinakulumbegovinewsss-2020-06-01-07-11-04-561377

სამედიცინო დარგის სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის მზარდ სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებენ და მოქალაქეებს რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები ეხმაურებიან ქვეყანაში დაანონსებულ აქციებს და ამბობენ, რომ შესაძლოა მსგავსმა შეკრებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ რაც უფრო მოიმატეს ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც, ამიტომ სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბევრად მეტი სიფრთხილე მართავს ორივე მხარეს.

წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

“ზოგადად ახლა, რომ სიტუაცია საგანგაშოა, ამაზე არ უნდა ვიდაოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წონასწორობა სწრაფად არ დაირღვეს. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ეს ზრდა რაღაც ეტაპამდე იყო მართვადი, მაგრამ ულიმიტო შესაძლებლობები და რესურსები ჩვენს ქვეყანას არ აქვს.

ვფიქრობ, რომ ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს აუცილებლად და დროულად გასაკეთებელია, რათა არ მოხდეს ინფექციის მასიური გავრცელება,” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები