LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ მოკრძალებული ქორწილი უნდოდათ“ – დეტალები სკარლეტ იოჰანსონისა და კოლინ ჯოსტის ქორწილის შესახებ

211
safe-image

გასულ თვეს, 35 წლის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და 38 წლის კომიკოსი კოლინ ჯოსტი დაქორწინდნენ. დასავლური მედიის ცნობით,  ვარსკვლავურმა  წყვილმა  ქორწილი საიდუმლოდ, მხოლოდ ახლობლების გარემოცვაში გადაიხადა.  საქორწინო ცერემონია  პრესისთვის დახურული იყო. თუმცა გარკვეული დეტალები მაინც გახდა ცნობილი. ინსაიდერების თქმით, წყვილმა ქორწილი სკერლეტის 4 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში გადაიხადა, რომელიც ნიუ-იორკის გარეუბანში მდებარეობს.  საქორწინო სამზადისისთვის მათ სულ რაღაც ერთი კვირა ჰქონდათ.

„მათ მშვიდი და მოკრძალებული ქორწილი უნდოდათ, მხოლოდ მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში და მათ ეს შეძელეს“ – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემა People-ს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ იჩქარა წყვილმა ასე. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სკარლეტი ორსულადაა და მათ ურთიერთობა ამიტომ დააკანონეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები