LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ყველაზე დიდი ტბის გარშემო ველომარშრუტი მოეწყობა

47
velotrck2011

მარშრუტს „ქალაქების მოვლა ველოსიპედით“ ეწოდება და ის გარდას ტბას დაარტყავს წრეს. ველობილიკი ტრენტოს, ვენეტოს და ლომბარდიის პროვინციებს გააერთიანებს. ახალი ტრასა უკვე არსებული ველობილიკებისგან შეიქმნა, თან გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი გზებიც მოეწყო. ველომარშრუტის სიგრძე 140 კილომეტრია და მიუხედავად სიდიდისა, ბავშვებთან ერთად მოგზაური ოჯახებისთვის იდეალური იქნება.  პროექტის ავტორთა განცხადებით, ველოტრასა საკმაოდ განიერია, არც მკვეთრი აღმართები და მოსახვევები აქვს, თან მთლიანად კომფორტული ხის მასალითაა დაგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები