LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

69

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. როგორც მისი ადვოკატი , გიორგი ფანცულაია აცხადებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 12:00 საათზე გახდება ცნობილი. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს და ამის საფუძველს საქმეში არსებული მტკიცებულებები აძლევს.

გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა. დეკანოზი მერვე თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან ერთად, მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა  ედება ბრალად.