ელექტრონული ფურგონი, რომელიც ნაყინის გასაყიდადაა განკუთვნილი, საავტომობილო შოუში Top Gear–ში გადაიღეს და მალევე გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. ფურგონს სახელად „მისტერ ნიპი“ ქვია და ტრასაზე მან 128,82 კმ/სთ–ის განვითარება შეძლო, რაც მისი კლასისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.
წინა რეკორდი 118,9 კმ/სთ–ს შეადგენდა და ის ბრიტანელ ინჟინერს ედი ჩაინს და მის ნაყინის ფურგონს ეკუთვნოდა. ახალი რეკორდი კი Top Gear–ის წამყვანებმა დაამყარეს.
სიჩქარის რეკორდებს ხშიად მაყარებენ ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც ამისთვის სულაც არ არის განკუთვნილი. მაგალითად, გასულ წელს გინესის წიგნში ბალახის საკრეჭი მანქანა Honda Mean Mower V2 მოხვდა. მანქანამ 100 კმ–ს გავლა საუკეთესო დროში – 6,29 წამში მოახერხა.