LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა

103
BeFunky-collage - 2020-11-04T110535.557

საქართველოში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 381-ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დღეის მდგომარეობით, გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში 46 817-ს შეადგენს.

ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელდა 2537 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2428-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები