LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში – ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯო ბაიდენი ლიდერობს

185
BeFunky-collage (4)

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნები დაიხურა.პირველადი შედეგების თანახმად, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ  ჯო ბაიდენს ამჟამად 209 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კი 118. თუმცა, ეს მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.

აღსანიშნავია, რომ მეტოქეები სხვადასხვა შტატებში ლიდერობენ.

ამ დროის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე ათეულ შტატში იმარჯვებს – მათ შორის ალაბამაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ინდიანაში, სამხრეთ კაროლინაში, არკანზასში.

დემოკრატი კანდიდატი კი ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-ჰემფშირში, მასაჩუსეტსში, ვაშინგტონში,  როდ-აილენდსა და სხვა შტატებში ლიდერობს.

ამასთან, როგორც “The New York Times” იტყობინება, 50 შტატიდან 18-ში ტრამპი მიაღწევს წარმატებას, 16 შტატში კი ჯო ბაიდენი.

მოგებისთვის საჭიროა 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმა. პრეზიდენტთან ერთად რამდენიმე შტატში 35 ახალ სენატორსაც აირჩევენ.

არჩევნებზე ასევე წყდება წარმომადგენელთა პალატის 435 კონგრესმენის ბედიც, მოსალოდნელია, რომ კონგრესის ამ პალატაში დემოკრატები უმრავლესობას შეინარჩუნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები