ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 26 წლის გოგოს, მაგდა ძოწენიძის ოჯახი ამბობს, კორონავირუსი ჰქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.
გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა დროულად ვერ შეძლეს.
პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ აწუხებდა. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივის მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს, ამბობენ, რომ ტესტზე პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს.
ასევე აცხადებენ, რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა დეზინფექცია.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში 20 პაციენტი გარდაიცვალა.