LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთს ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

86

უკრაინის უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი გრიცაკმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბორტნიკოვისთვის, მიმართვაში რუსული სპეცსამსახურები უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მომზადებასა და ორგანიზებაში დაადანაშაულა.

ვასილი გრიცაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ტერაქტების ორგანიზებით არის დაკავებული. კერძოდ, მან რუსული კვალი ოდესაში, ხერსონსა და ხარკოვში განხორციელებულ ტერაქტებში დაინახა.

როგორც ოფიცერი ოფიცერს მოგმართავთ: ომის პირობებშიც კი არსებობს წესები, რომელიც სპეცსამსახურებმა არ უნდა გადაკვეთონ. თქვენ ყველა შესაძლო ზღვარი გადაკვეთეთ. მე და თქვენც ვიცით, რომ უკრაინაში განხორციელებულ ტერაქტებთან, ოდესაში, ხერსონასა და ხარკოვში, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან კავშირში“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავისი რუსი კოლეგისთვის გაკეთებულ მიმართვაში.

მისივე თქმით, რუსეთი საბაბს ეძებს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები