მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე.
“გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით შეზღუდვა მოქმედებს იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარებაზე, როგორიცაა ქორწილები ქელეხები, დაბადების დღეები და სხვა. სტუმრების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მხოლოდ ათ ადამიანს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
გარდა ამისა, სავალდებულო გახდა ღია სივრცეში პირბადეების ტარება.
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება
ამასთან, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ “არ ვგეგმავთ არანაირ სისტემურ „ლოქდაუნს“, წერტილოვანი შეზღუდვებს ვაგრძელებთ”.