სოციალურ ქსელებში დილიდან პოპულარულია ვიდეო, სადაც კახა კუკავა თავისი საარჩევო უბნის და ოჯახის წევრების შესახებ საუბრობს.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, უბანზე თავად და მისი ოჯახის სამი წევრი მივიდნენ, მაშინ, როცა ამავე საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლის შედეგად, მას მხოლოდ სამი ხმა აღმოაჩნდა.
კახა კუკავა ირონიულად აღნიშნავს, რომ ან თავად მისცა ელენე ხოშტარიას ხმა ან დედამ თავად მას არ მისცა ხმა და კალაძე შემოხაზა.