LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chigogidze Wines-მა ტოკიოში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

228

ღვინის ახალმა ქართულმა ბრენდმა Chigogidze Wines უმაღლესი ჯილდო აიღო. კომპანია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში 20th Japan Wine Challenge 2017 მონაწილეობდა, სადაც სხვა ქართულ ღვინოებთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

როგორც ”ფორტუნას” Chigogidze Wines-ის მთავარმა მეღვინემ, გიორგი სვანიძემ განუცხადა, „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „საფერავი 2015“-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან.

”ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის 1700 ღვინო იყო წარმოდგენილი, რომელთაც მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მოწვეული პროფეიონალები აფასებდნენ. მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ჩილეს, იტალიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების წარმომადგელები. კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი და მათ შორის არის Chigogidze Wines-ის ღვინო. ამიტომ, ჩვენთვის – როგორც ღვინის ბაზარზე ახალი კომპანიისთვის ეს ჯილდო დიდი აღიარებაა”, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია 6-7 სახეობის ღვინოს აწარმოებს, როგორც კლასიკურ ევროპულ ღვინოებს, ისე ქვევრის ღვინოს. ”რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2017 წლის რთველის შემდეგ ვგეგმავთ, ქვევრის ღვინის მიმართულებით მომხმარებელს სიახლე და რამდენიმე სახეობის ახალი ქვევრის ღვინო შევთავაზოთ”, – განმარტა კომპანიის მთავარმა მეღვინემ.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე ღვინის ახალი ბრენდი Chigogidze Wines  2017 წლის იანვრიდან გამოჩნდა. ის, რაც Chigogidze Wines სხვა ღვინოებისგან გამოარჩევს, განსაკუთრებული გემო, მცირე რაოდენობა და ხელით დამზადებული სასმელია.

დანარჩენი ქართული ღვინოები კი, რომლებმაც ასევე მოიპოვა აღიარება ტოკიოში გამართულ აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში, შემდეგია: 2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის“ ხაზის „მაყაშვილის მარნის“ ღვინოებმა: „მწვანე 2016“ და „ხიხვი 2016“. „ხიხვი 2016“-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან.

ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის“ „GAU#5 WHITE ONE 2015“-მა და „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „ალექსანდროული 2015“-მა. ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის“ სამი ღვინო: „BADAGONI BRUT 2015“, ”MAESTRO SAPERAVI 2015“ და „SAPERAVI RESERVE 2010“.

ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი მიმდინარე წლის ნოემბერში, ან 2018 წლის თებერვალში გაიმართება.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები