საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
აჭარაში – ექვსი ადამიანი,
ხოლო კახეთში – ერთი ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 696 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
1 852 დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 1 696 პაციენტი – რა ხდება რეგიონებში