LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატთა მრავალსაათიანი გამოსვლა დაიყვანება ერთი მარტივ, უაზრო ვერსიამდე – პროკურორი

76

„ადვოკატთა მრავალსაათიანი გამოსვლა დაიყვანება ერთი მარტივ უაზრო ვერსაიამდე, რასაც ჰქვია ე.წ. ოქრომჭედლის ვერსია,“ – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატების ეს მრავალსაათიანი გამოსვლა იყო მცდელობა, რომ მოსამართლე კვლავ დაარწმუნონ, თითქოს შორენა თეთრუაშვილის თხოვნით მამა გიორგი მამალაძე ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს.

„ადვოკატების მცდელობაა, ბრალდებული წარმოადგინონ უსამართლობის მსხვერპლად. ისინი ხვდებიან, რომ დადასტურდა ბრალდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს. ჩვენ ველოდებით გამამტყუნებენ  განაჩენს. როცა ადამიანს ვედავებით მკვლელობის მცდელობას, მთავარი კითხვაა, არა ვისგან, არამედ ვისთვის იყიდა ეს ციანიდი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები