LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორგანიზებულად დავიძრათ ქაჯეთის ციხის ასაღებად: ოპოზიციის ნაწილი ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ დაიძრა

100
opozicia 11

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კაპანაძემ შეკრებილებს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილის სახლისაკენ დაძრულიყვნენ.

“მეგობრებო მინდა გკითხოთ, წავიდეთ დღეს სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილთან? მაშინ გთხოვთ ორგანიზებულად დავიძრათ ქაჯეთის ციხის ასაღებად”, – მოუწოდა მან აქციის მონაწილეებს.

მოგვიანებით გიგი უგულავამაც მოუწოდა შეკრებილ მოქალაქეებს ორგანიზებული გადაადგილებისკენ.

მანამდე აქციაზე გაკეთდა განცხადებები, რომ ოპოზიციურ პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

პოლიტიკოსება 8 ნოემბერს მასშტაბური აქციის ჩატარება დააანონსეს. აქცია 15:00 საათზე დაგეგმეს.

ესაა თაღლითების ოცნება: აუცილებლად გავიმარჯვებთ! – ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს არ აღიარებენ და ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები