LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ლატარიის კომპანია დღეს ბოლო გათამაშებას ჩაატარებს

118

დღეიდან საქართველოში ლატარიის გათამაშებებს ახალი კომპანია ჩაატარებს. კერძოდ, 1-ელ სექტემბერს ”საქართველოს ლატარიის კომპანია“ „ლოტო 6/36-ის” ბოლო, რიგით 796-ე გათამაშებას გამართავს.  ამის შემდეგ კი, 2027 წლამდე საქართველოში ლატარიის ჩატარების უფლებით შპს „ჯი ენ ელ“ ისარგებლებს.

რაც შეეხება დღევანდელ გასათამაშებელ თანხას, არსებული მონაცემით, საუბარია 1.5 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე. კერძოდ, ჯეკპოტის სახით დღეს 1 587 024 ლარზე მეტი გათამაშდება. თუმცა, კომპანიის ცნობით ეს თანხა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან გათამაშებამდე მას ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხაც დაემატება. 

შეგახსენებთ, “საქართველოს ლატარიის კომპანიამ” ლატარიის ჩატარების 10-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2009 წელს მიიღო. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში კი, ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები