მსახიობი, რომელმაც შექმნა ჯეიმს ბონდის განსაკუთრებული სახე, მიიღო “ოსკარის”, “ოქროს გლობუსისა” და BAFTA-ს ჯილდოები, ორჯერ დაიმსახურა ყველაზე სექსუალური ასაკოვანი მსახიობი მამაკაცის ტიტული და გახდა “რაინდის” წოდების მფლობელი არტისტი.
დღეს 90 წლის ასაკში სერ შონ კონერი გარდაიცვალა.
კინოკრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ სწორედ მისი მონაწილეობით გადაღებულმა „ჯეიმს ბონდის“ სერიებმა განსაზღვრა ფილმების მომდევნო სერიების საერთო სტილი და განწყობა.
შონ კონერის სამსახიობო დებიუტი 1951 წელს, ედინბურგის სამეფო თეატრში სცენაზე შედგა. მისი მონაწილეობით პირველი ფილმი კი მაყურებელმა 1954 წელს იხილა – კინოსურათში „ლილია გაზაფხულზე”, მსახიობმა ეპიზოდური როლი შეასრულა.
შემდეგ იყო „ხელშეუხებლები“ – 1987 წლის ფილმი, რომლის დამსახურებითაც მსახიობმა „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის“ ნომინაციაში, კინოაკადემიის ჯილდო – “ოსკარი” დაიმსახურა.
მსახიობი აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებითაც გამოირჩეოდა – იყო შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრი და ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს შოტლანდიის დამოუკიდებლობას.
იყო ჭეშმარიტი შოტლანდიელი და გამოსცა ამავე სახელწოდების წიგნიც. თუ წაიკითხავთ 2008 წლის მის ნაწრმოებს „იყო შოტლანდიელი“, უკეთ გაიცნობთ მის შოტლანდიას, მისი თვალი დანახულ ქვეყნის ისტორიას, კულტურას და თავად მსახიობის ოჯახს.