LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

RS CAR გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე მოემსახურება

141

1 – 25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.  

„შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

განრიგის სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზეhttp://rs.ge/Default.aspx?sec_id=4845&lang=1&newsid=4541

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები