ქეთი დოლიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კულტურის მინისტრის ბრძანებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
რეჟისორი „მკვლელებს” უწოდებს ყველას, ვინც მის გადაყენებას მხარს უჭერდა.
ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში მანანა ბერიკაშვილსაც საყვედურობს:
“5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვილი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელები ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს!მანდვე არიან, გრიგოლეთში! იზეიმეთ!
წავედი, ბერტოლუჩის უნდა ვუყურო!!!!” – წერს დოლიძე Facebook-ზე.