ვარშავის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი დადასტურდა. ჩარტერული ფრენა თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე 6 ნოემბერს შედგება და მას ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის დროით გაფრენა 15:25 საათზეა ჩანიშნული, ჩაფრენა კი – ვარშავას დროით 16:10 საათზე.
„შეიძინეთ ბილეთები ონლაინ: www.mywayairlines.com ან ეწვიეთ ტურისტულ სააგენტოებს“, – აცხადებენ Myway Airlines-ში.
მათივე ინფორმციით, ავიაბილეთის ღირებულებაში შედის: 8კგ ხელბარგი და 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი.