თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “რუსთაველში” ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მობილიზებულია პოლიციაც.
სასტუმროს მეპატრონის თქმით, ცეცხლი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში გაჩნდა.
მისივე თქმით, „რუსთაველიდან“ ყველა სტუმრის ევაკუირება დროულად მოხერხდა, მათ სხვა სასტუმროებში გადაანაწილებენ.
ამ დორისთვის ხანძარი მაშველებმა უკვე ჩააქრეს. ცეცხლი გვერდზე არსებულ შენობებზე არ გადასულა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.