LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ოფიციალურ ფხენიანთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

78

დონალდ ტრამპი ოფიციალურ ფხენიანთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. მისი თქმით, “საუბარი გამოსავალი არ არის!”

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა, ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებიდან რამდენიმე დღეში.

პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის დიპლომატიური გზებით მოგვარებაზე კვლავ საუბრობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს კონტრპროდუქტიული უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები