60 წლამდე ქალბატონს, თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ლიანდაგზე მოძრავი მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის მონაკვეთთან მოხდა.
თვითმხილველების აღნიშნავენ, რომ მატარებლის მემანქანემ ქალს არაერთხელ მისცა მითითება, რომ ლიანდაგიდან გადასულიყო, თუმცა ვერ გაიგონა.
როგორც “ფორტუნას” სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 – ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით დაიწყო.