აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო 400-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალა.
„ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ცალკე საგანგებო სიტუაციების სააგენტოს მეხანძრე–მაშველები და ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. დილიდან ორივე ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა ძალები – დამატებითი ბრიგადები შეემატნენ, როგორც მეხანძრე–მაშველებს, ისე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთვება შსს–ს დამატებითი ძალები“, – განაცხადეს შსს-ში.
მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა გზები, რათა ხანძრის კერებამდე მისვლა შესაძლებელი გამხდარიყო.
აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე მალევე მოხდა ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.