რამდენიმე საათის წინ, ვიდეოპორტალმა „იუთუბმა“ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის ჰიტის I Will Always Love You კლიპმა მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.
ამით შემსრულებელი 1990-იან წლებში მოღვაწე პირველი სოლო არტისტი გახდა, რომლის ნამუშევარმაც მილიარდს გადააჭარბა. ცნობისთვის, კომპოზიცია დოლი პარტონმა 1973 წელს დაწერა. უიტნიმ კი ის 1992 წელს გმოსული ფილმისთვის, „პირადი მცველი“ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფებს შორის მსგავს წარმატებას Guns N’ Roses-ის სიმღერამ November Rain, Nirvana-ს Smells Like Teen Spirit და The Cranberries-ის Zombie-მ მიაღწია.