LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს

91

“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მარნეულში წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, აჰმედ იმამკულიევთან ერთად, ისაუბრა.

გიგი უგულავას თქმით, მასთან ბრძოლაში ჩართულები არიან ძალოვანი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ხელისუფლებამ მთელი ვერტიკალი, ადგილობრივი ხელისუფლების, ძალოვნების აჰმედ იმამკულიევთან ბრძოლაში ჩართო. უკანონო ბრძოლაში ჩართულები არიან ტიტუშკები, ყველა ძალოვანი სამსახურის წარმომადგენელი, გამგეობის წარმომადგენლები,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

აჰმედ იმამკულიევმა ვიდეომასალაც წარადგინა, სადაც, როგორც ის ამბობს, ჩანს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ და ფიზიკური დაპირისპირების მოწყობა სცადეს.