LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გომარდულთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

120

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევში, კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონის პირველი პირი აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდულის  4,4 კმ  მონაკვეთზე მიმდინარე  ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

აღნიშნული პროექტის  ფარგლებში  მოეწყო 70 გრძ/მ  გაბიონი, 1170 გრძ/მ  რკინაბეტონის კიუვეტი და 27 გრძ/მ  ლითონის მილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 მ ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები.  ამ გზის 1,5 კმ მონაკვეთზე საფარის მოწყობა  15სექტემბერს დასრულდება.

„გომარდული იქნება 4 სეზონის კურორტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზამთარში ტურისტები კეთილმოწყობილ გარემოშიმივიღოთ. ეს გზა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. აქ  შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის მოსამზადებელი შეკრებების გამართვა.  უკვე გამართულია წყალმომარაგების სიტემა და ელექტრომომარაგება.  მოეწყობა გარეგანათება. ვმუშაობთ გაზიფიცირებაზე და ახლომომავალში ხეობაში შემოვა ბუნებრივი აირი, რაც იქნება დიდი კომფორტი აქაურებისთვის. ეს ულამაზესი კუთხე მალე გახდება  რეგიონისტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ადგლობრივები აქტიურად დაკავდებიან ამ სფეროში“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ადგილობრივებთან საუბრისას.

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტით შუახევისმუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია:  9,4 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა , 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 2  არსებული ხიდისრეაბილიტაცია , 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა,  15,3 კმ. (5050 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა და  22 კმ. სიგრძისსამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია;

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები