LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ერთი ქალაქი უნდა ნახოთ, აირჩიეთ თბილისი: გარდიანი საქართველოზე წერს

186

სამთვიანი მოგზაურობა კავკასიის გავლით ევროპიდან აზიისკენ – გარდიანი სტატიას აქვეყნებს, სადაც უდიდესი ნაწილი საქართველოს ეთმობა.

სტატიის ავტორი რეიჩელ დიქსონი ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, საქართველოს მრავალფეროვან ლანდშაფტზე, ხალხზე და სამზარეულოზე წერს.

როგორც ის სტატიაში ამბობს, კავკასიის რეგიონიდან, საქართველოს დედაქალაქი ყველასგან გამოირჩევა.

“ფორტუნა” გთავაზობთ სტატიის თარგმანს. (სტილი დაცულია)

სტატიის ავტორი რეიჩელ დიქსონი წერს, რომ პირველად საქართველოში 2004 წელს იყო.

“ერთერთი სოფლის სკამზე მეძინა, როდესაც რამდენიმე მამაკაცი მომიახლოვდა. ერთერთი იყო გოჩა, რომელთანაც დავრჩი. როდესაც მის სახლში მივედით, ბოთლით არაყი გამოიღო. როცა ბოთლი დაცარიელდა, ახალი გამოიღო. სამი დღე არ გამომიშვა! საბოლოოდ, ფანჯრიდან გავიპარე და გავიქეცი …

როცა 13 წლის შემდეგ უკან დავბრუნდი, მან მაშინვე მითხრა: “ოჰ ინგლისელო”, და შემდეგ, რა თქმა უნდა, მან მორიგი არყის ბოთლი გახსნა…

ამ სტუმართმოყვარეობამ დამაბრუნა უკან:

ქართველები ამბობენ: უცხოელი აქ მშიერი ვერასდროს მოკვდება.

საკვები გადასარევი აქვთ. ჩემი საყვარელი კერძი ხაჭაპურია, ადგილობრივ ღვინოსთან ერთად ის შეუდარებელია.

საქართველოში ყველგან მეძინა: მწყემსების გამოქვაბულებში, ადგილობრივების სახლებში და უცნაურ სასტუმროებში. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მღვიმე, სადაც თურმე უძველესი სამარხებია – ძვლებთან ერთად მეძინა…

 

საქართველოში მრავალფეროვანი ლადშაფტია, მაგრამ ვერც კი შეედრება კულტურულ მრავალფეროვნებას:

ერთ ხეობაში რომ ქრისტიანები ცხოვრობენ, მეორეში მუსლიმანები შეგხვდებიან… აქ 50–ზე მეტი ეთნიკური ჯგუფია…

 

ამ ტურის მოწყობა ყველას შეუძლია, თუმცა თუ კავკასიის რეგიონიდან მხოლოდ ერთი ქალაქი უნდა აირჩიოთ – ნახეთ თბილისი:

საქართველოს დედაქალაქი, უკანასკნელ ათწლეულში შესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბდა. აქ ერთად არის ისტორიული ადგილები, როგორიცაა ნარიყალა, მთაწმინდა და ჰიფსტერული ქუჩა, სადაც შეძლებთ ყავის დალევას…

თქვენ შეგიძლიათ, რამდენიმე დღე გამოყოთ და ქალაქიდან მთებში – გუდაურში სასრიალოდ წახვიდეთ….

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები